„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №495 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 880
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023634
  • Word
880
04/05/2017
ვებგვერდი, 17/05/2017
000000000.00.003.023634
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №495 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №880 

2017 წლის 4 მაისი 

ქ. თბილისი

 „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №495 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №495 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. განკარგულების ტექსტი ჩაითვალოს განკარგულების პირველ პუნქტად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახმეტის მუნიციპალიტეტის პანკისის ხეობის სოფლების: ქორეთის, ბაყილოვანის, საკობიანოს, კუწახტას, წინუბნის, ყვარელწყლის, დუისის, ქვემო ხალაწნის, შუა ხალაწნის, ზემო ხალაწნის, დედისფერულის, დუმასტურის, ჯოყოლოს, ომალოს, ბირკიანისა და ძიბახევის სტაბილური და უსაფრთხო ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად, 10/04 კვ ძაბვის ელექტროგამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოუყოს 580 000 (ხუთას ოთხმოცი ათასი) ლარი.“.

2. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის პანკისის ხეობის სოფლების სტაბილური და უსაფრთხო ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად, 10/04 კვ ძაბვის ელექტროგამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციისათვის საჭირო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ღირებულებით – 580 000 (ხუთას ოთხმოცი ათასი) ლარი.“.

პრემიერ-მინისტრი                                                   გიორგი კვირიკაშვილი