დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 870 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023619 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №870
2017 წლის 4 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიეცეს თანხმობა, კვებითი მომსახურების უზრუნველსაყოფად, 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გადასცეს ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირ(ებ)ს:
ა) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, ამ განკარგულების №1 დანართში მითითებული უძრავი ქონება;
ბ) თხოვების უფლებით, ამ განკარგულების №2 დანართში მითითებული მოძრავი ქონება.
2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები