საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 864
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023625
864
04/05/2017
ვებგვერდი, 18/05/2017
000000000.00.003.023625
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №864

2017 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

ყაზახეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებულ კომპანია „KazTransGas Joint Stock Company“-სა და საქართველოს შორის არსებულ საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფისა და მისი ინტერესების ეფექტურად დაცვის მიზნით:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი იურიდიული კომპანიის შერჩევა და მასთან ხელშეკრულების გაფორმება იურიდიული მომსახურების შესყიდვის შესახებ.

2. იურიდიული მომსახურების შესყიდვის, საარბიტრაჟო ხარჯების ანაზღაურებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად, გამოუყოს არაუმეტეს 2 040 500 (ორი მილიონ ორმოცი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                                 გიორგი კვირიკაშვილი