„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის „ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2015)“ 2016 წლის 20 აპრილს გაფორმებულ შეთანხმებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 840
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023629
  • Word
840
01/05/2017
ვებგვერდი, 18/05/2017
000000000.00.003.023629
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის „ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2015)“ 2016 წლის 20 აპრილს გაფორმებულ შეთანხმებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №84 0

2017 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის „ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2015)“ 2016 წლის 20 აპრილს გაფორმებულ შეთანხმებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმების“ საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძისა და ლ. ხუციშვილის დანიშვნის თაობაზე

1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 ნაწილისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტს რატიფიკაციის მიზნით წარედგინოს „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის „ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2015)“ 2016 წლის 20 აპრილს გაფორმებულ შეთანხმებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ შეთანხმება (შემდგომში შეთანხმება).

2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები − გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი.

პრემიერ-მინისტრი                                                               გიორგი კვირიკაშვილი