დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №824 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 859 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023647 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №859
2017 წლის 4 მაისი
ქ. თბილისი
„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №824 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №824 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიმდინარე წლის აპრილში ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არა უმეტეს 4 923 700 (ოთხი მილიონ ცხრაას ოცდასამი ათას შვიდასი) ლარი, კერძოდ:
ა) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 700 000 (ერთი მილიონ შვიდასი ათასი) ლარისა;
ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 520 000 (ერთი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარისა;
გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარისა;
დ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 564 000 (ხუთას სამოცდაოთხი ათასი) ლარისა;
ე) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარისა;
ვ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 89 700 (ოთხმოცდაცხრა ათას შვიდასი) ლარისა.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები