დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენისა და მომხსენებლებად გ. მღებრიშვილისა და შ. ხუციშვილის დანიშვნის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 830 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023664 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №830
2017 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენისა და მომხსენებლებად გ. მღებრიშვილისა და შ. ხუციშვილის დანიშვნის თაობაზე
1. „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტს რატიფიკაციის მიზნით წარედგინოს „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება (შემდგომში − შეთანხმება).
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიკაციის მიზნით წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მისი მოადგილე შალვა ხუციშვილი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები