სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 828
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023667
828
26/04/2017
ვებგვერდი, 17/05/2017
000000000.00.003.023667
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №828

2017 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 113-ე მუხლის პირველი და მე-2  პუნქტების და  „ადგილობრივი  თვითმმართველი ერთეულისათვის  გადასაცემი  ძირითადი  (გაუსხვისებელი) ქონების  სახეობათა  ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, დამტკიცდეს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის №5/18308 გადაწყვეტილება, ქალაქ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩა №24, №26 და №28 სახლების მოპირდაპირედ არსებული, 280 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.21.42.005) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი