„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 825
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023670
  • Word
825
26/04/2017
ვებგვერდი, 17/05/2017
000000000.00.003.023670
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №825

2017 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 15  და 16  პუნქტები:

„15 . შპს „მექანიზატორის“ მიერ 2 000 000 ლარის ოდენობის სესხის აღების უზრუნველსაყოფად, დაევალოს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ საკუთარი სახსრებიდან არაუმეტეს 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით სს „საქართველოს ბანკში“ განათავსოს ვადიან ანაბარზე 2 000 000 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებლით – 11%.

16 . „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „მექანიზატორის“ მიერ სს „საქართველოს ბანკთან“ გაფორმებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე აღებული საკრედიტო ვალდებულებების (მაქსიმალური ოდენობა 6 520 000 აშშ დოლარი) შესრულების უზრუნველყოფა საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტიის მეშვეობით განახორციელოს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“.“.

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი