სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

  • Word
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 824
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023671
  • Word
824
26/04/2017
ვებგვერდი, 17/05/2017
000000000.00.003.023671
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №824

2017 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

1. მიმდინარე წლის აპრილში ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 4 834 000 (ოთხი მილიონ რვაას ოცდათოთხმეტი ათასი) ლარი, კერძოდ:

ა) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 700 000 (ერთი მილიონ შვიდასი ათასი) ლარისა;

ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 520 000 (ერთი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარისა;

გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარისა;

დ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 564 000 (ხუთას სამოცდაოთხი ათასი) ლარისა;

ე) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარისა.

2.    საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების საფუძველზე თანხების გადარიცხვა განახორციელოს მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი