სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „გეო-ფლაუერისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „გეო-ფლაუერისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 819
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023679
  • Word
819
25/04/2017
ვებგვერდი, 17/05/2017
000000000.00.003.023679
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „გეო-ფლაუერისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №819

2017 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „გეო-ფლაუერისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა  და „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „გეო-ფლაუერს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №242574585) იჯარის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ წყნორში მდებარე 138644 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №39.10.25.037) და 35019 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №39.10.25.032) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით – 869 (რვაას სამოცდაცხრა) ლარად.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ნივთების იჯარის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) ყოველწლიური საიჯარო ქირის – 869 (რვაას სამოცდაცხრა) ლარის გადახდა;

ბ) „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა – ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და შპს „გეო-ფლაუერს“ შორის 2017 წლის 23 თებერვალს დადებული „ბენეფიციარის თანადაფინანსების პირობითი ხელშეკრულების (APMAGT000014)“  შესაბამისად;

გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან და ამავე ხელშეკრულების  მოქმედების განმავლობაში ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ნივთებზე ჩაის მოყვანის უზრუნველყოფა ყოველწლიურად და ამ ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად ყოველი მე-5 წლის ბოლოს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის წარდგენა.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ნივთების საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა შესაძლებელია განხორციელდეს მესაკუთრის მიერ ამ განკარგულების გამოცემიდან მეთხუთმეტე წელს და შემდგომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.

4. შპს „გეო-ფლაუერის“ მიერ წარდგენილი, პროგრამის ფარგლებში მეწარმე სუბიექტისათვის გასაწევი თანადაფინანსების 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საიჯარო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

5. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                          გიორგი კვირიკაშვილი