დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ, სამგორის სამხრეთ თაღის საბადოს ბაზაზე გაზსაცავის მშენებლობის უზრუნველსაყოფად, საინჟინრო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №1366 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 852 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023681 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №85 2
2017 წლის 4 მაისი
ქ. თბილისი
„სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ, სამგორის სამხრეთ თაღის საბადოს ბაზაზე გაზსაცავის მშენებლობის უზრუნველსაყოფად, საინჟინრო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №1366 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ, სამგორის სამხრეთ თაღის საბადოს ბაზაზე გაზსაცავის მშენებლობის უზრუნველსაყოფად, საინჟინრო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №1366 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება, ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების ვადა განისაზღვროს 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები