დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 817 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023682 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №817
2017 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შპს „თერჯოლა-კარიერს“ (ს/კ: №204546811) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების №1 დანართით განსაზღვრული უძრავი ქონება შპს „თერჯოლა-კარიერის“ საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების №2 დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში გადაცემის სანაცვლოდ.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების გაცვლის პირობებად განისაზღვროს:
ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებით დადგენილი, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის − 27732.6 (ოცდაშვიდი ათას შვიდას ოცდათორმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის გადახდა;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, №67.01.49.084 და №67.08.34.049 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებული გამოუყენებელი სასარგებლო წიაღისეულის საკომპენსაციო თანხის გადახდის უზრუნველყოფა.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებზე დამატებით, №67.08.34.048 და №67.08.34.049 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გაცვლის პირობად განისაზღვროს ამავე მიწის ნაკვეთებზე წიაღით სარგებლობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი


უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები