შპს „გლობალ ბრენდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
შპს „გლობალ ბრენდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 851
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023683
  • Word
851
04/05/2017
ვებგვერდი, 17/05/2017
000000000.00.003.023683
შპს „გლობალ ბრენდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №851

2017 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

შპს „გლობალ ბრენდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „გლობალ ბრენდმა“, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე საქართველოში წარმოებული ღვინის შეტანისა და პოპულარიზაციის მიზნით, ჯამური ღირებულებით არაუმეტეს 810,000 აშშ დოლარის (დღგ-ის გარეშე) საკონსულტაციო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ამავე წესით განხორციელდეს საქართველოში წარმოებული ღვინის აშშ-ში შეტანასთან დაკავშირებული შემდეგი საქონლისა და მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა, ჯამური ღირებულებით არაუმეტეს 17,000 აშშ დოლარისა (დღგ-ის გარეშე): ბოთლის დამზადება; შუშის საცობების დამზადება; ტრანსპორტირების მომსახურება; ეტიკეტის დამზადება და სხვა დაკავშირებული მომსახურებები.

    2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-11–მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                             გიორგი კვირიკაშვილი