დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 850 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023684 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №850
2017 წლის 4 მაისი
ქ. თბილისი
სსიპ - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 2 1-ე მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ − ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით, მიეცეს თანხმობა მისთვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებების 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარით გაზრდაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, უზრუნველყოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებების გაზრდა და განახორციელოს ცვლილებები კვარტალურ განწერაში.
3. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის დამტკიცებულ პროგრამულ კლასიფიკაციაში სსიპ − ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოსთვის „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ხელშეწყობა“ − (24 20) - პროგრამული კოდის დამატება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები კვარტალურ განწერაში.
4. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სსიპ − ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა, რომ:
ა) სააგენტოს შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 10 (ათი) ერთეულით;
ბ) შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო არ აღემატებოდეს 2730 ლარს.
5. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 27 აპრილიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები