დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 811 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023692 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №811
2017 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიეცეს უფლება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი), უზრუნველყოს ქუთაისის შემოვლითი გზის მეორე ზოლის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის მოსამზადებლად შესაბამისი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
2. დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.
3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქუთაისის შემოვლითი გზის მეორე ზოლის მშენებლობის განხორციელებისათვის ამ ეტაპზე არ არის მოძიებული ფინანსური რესურსი.
პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები