დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოშლის მიზანშეწონილობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 847 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023693 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №84 7
2017 წლის 4 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოშლის მიზანშეწონილობის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მომზადებული იურიდიული დასკვნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა (შემდგომში – დეპარტამენტი) და China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd-ს შორის 2014 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული №EWHG/CW/ICB-04 ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასების თაობაზე.
2. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა დეპარტამენტს, დაიწყოს დეპარტამენტსა და China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd-ს შორის 2014 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული № EWHG/CW/ICB-04 ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული პროცედურები.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტში განსაზღვრული პროცედურების დაწყების შემდეგ შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების ცვლილების შესახებ ეცნობოს საქართველოს მთავრობას.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები