საქართველოს მთავრობის მიერ დონაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის მიერ დონაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 845
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023695
  • Word
845
04/05/2017
ვებგვერდი, 17/05/2017
000000000.00.003.023695
საქართველოს მთავრობის მიერ დონაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №84 5

2017 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის მიერ დონაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის, 27-ე მუხლისა და „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად:

1. მოწონებულ იქნეს:

ა) Gilead Sciences Irland UC-ის თანხმობის დოკუმენტი, საქართველოს მიერ შესაბამისი ფარმაცევტული პროდუქტის „სოვალდი“ (სოფოსბუვირი) 400 მგ №28 უსასყიდლო დონაციის თაობაზე, ამავე დოკუმენტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;

ბ) „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის დონაციისა და თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი;

გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის RUP „BELPHARMATSIYA“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება.

2. საქართველოს ვიცე-პრემიერს, ალექსანდრე ჯეჯელავას, მიენიჭოს უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მემორანდუმს.

3. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უზრუნველყოს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ბალანსზე რიცხული, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი მედიკამენტის დონაციის მიმღები მხარისათვის გადაცემა.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიეცეს უფლება, აწარმოოს მოლაპარაკებები სომხეთის რესპუბლიკის შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შესაბამისი ფარმაცევტული პროდუქტის დონაციის გზით გადაცემის თაობაზე საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.

5. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 პუნქტის ფარგლებში გასაფორმებელ/გაფორმებულ შეთანხმებაში/ხელშეკრულებაში ცვლილებების/დაზუსტებების შეტანის საკითხი გადაწყდეს დოკუმენტის ხელმომწერ მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                 გიორგი კვირიკაშვილი