შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 844
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023696
  • Word
844
04/05/2017
ვებგვერდი, 18/05/2017
000000000.00.003.023696
შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №84 4

2017 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ (ს/კ: 405158804) მიეცეს უფლება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში (შეკვეთილი) მდებარე ბლექ სი არენას საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომის მოწყობის მიზნით, სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2 636 000 (ორი მილიონ ექვსას ოცდათექვსმეტი ათასი) ლარის ფარგლებში.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოს შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებ(ებ)ის მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-11–მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                             გიორგი კვირიკაშვილი