დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის მის სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 808 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023700 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №808
2017 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის მის სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მის სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონება – მისაბმელი დეფლექტომეტრი KUAB FWD-50 მოწყობილობა, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადასცეს ერთობლივ საწარმოს შპს „საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინისა“ (ს/ნ: № 231165529) და შპს „ზიმოს“ (ს/ნ: №211338015) 2018 წლის 28 მარტის ჩათვლით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები