საქართველოს მთავრობას, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და შპს „აჭარ ენერჯი 2007-ს“ შორის 2011 წლის 1 ივლისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 802
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023705
  • Word
802
25/04/2017
ვებგვერდი, 17/05/2017
000000000.00.003.023705
საქართველოს მთავრობას, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და შპს „აჭარ ენერჯი 2007-ს“ შორის 2011 წლის 1 ივლისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №802

2017 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და შპს „აჭარ ენერჯი 2007-ს“ შორის 2011 წლის 1 ივლისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობას, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და შპს „აჭარ ენერჯი 2007-ს“ შორის 2011 წლის 1 ივლისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში „ხელვაჩაური ჰესი 1-ის“ ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და შპს „აჭარ ენერჯი 2007-ს“ შორის 2011 წლის 1 ივლისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში საბანკო გარანტიის შემცირებასთან დაკავშირებით დასადები შეთანხმება.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული მემორანდუმის ფარგლებში შპს „აჭარ ენერჯი 2007-ის“ მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 4,950,000.00 (ოთხი მილიონ ცხრაას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით წარდგენილი საბანკო გარანტიის ნაწილის დაბრუნება 2,380,468.14 აშშ დოლარის (ორი მილიონ სამას ოთხმოცი ათას ოთხას სამოცდარვა აშშ დოლარი და თოთხმეტი აშშ ცენტი) ოდენობით.

4. ამ განკარგულების მესამე პუნქტში მითითებული საბანკო გარანტიის ნაწილის დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს.

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი