სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „RMG Gold“-ისათვის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „RMG Gold“-ისათვის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 801
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023706
  • Word
801
25/04/2017
ვებგვერდი, 18/05/2017
000000000.00.003.023706
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „RMG Gold“-ისათვის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №801

2017 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „RMG Gold“-ისათვის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „RMG Gold“-ს (ს/კ: №225359947) იჯარის უფლებით გადასცეს დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ დმანისში მდებარე 17575 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:№82.12.45.403), 2280 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №82.12.45.404), 8143 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №82.12.45.405) და 38689 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №82.12.45.406) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით - 6669 (ექვსი ათას ექვსას სამოცდაცხრა) ლარად.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) წლიური საიჯარო ქირის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველწლიურად;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ უძრავ ქონებაზე ან მათ ნაწილზე ოქროს გროვული გამოტუტვის მოედნების მოწყობა.

3. შპს „RMG Gold“ ვალდებულია, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთებზე, ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებამდე, განახორციელოს არსებული ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნისა და შენახვის სამუშაოები „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ და „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და „ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №424 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული წესების დაცვით და საიჯარო ურთიერთობის ვადის ამოწურვამდე უზრუნველყოს ამავე მიწის ნაკვეთების პირვანდელ ან/და მიახლოებულ პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენა (რეკულტივაცია).

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი