სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ხელედულა ენერჯისათვის“ აღნაგობისა და იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ხელედულა ენერჯისათვის“ აღნაგობისა და იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 800
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023707
  • Word
800
25/04/2017
ვებგვერდი, 18/05/2017
000000000.00.003.023707
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ხელედულა ენერჯისათვის“ აღნაგობისა და იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №800

2017 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ხელედულა ენერჯისათვის“ აღნაგობისა და იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ხელედულა ენერჯის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404500964) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად – 11650 (თერთმეტი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარად, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადასცეს ამ განკარგულების №1 დანართით გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) სარგებლობაში გადაცემის საფასურის – 11650 (თერთმეტი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარის გადახდა ყოველწლიურად;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, კომპანია „Anadolu Tasit Ticaret A.S“-ს, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 29 მაისს გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმითა და საქართველოს მთავრობასა და შპს „ხელედულა ენერჯის“ შორის 2016 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურის – „ხელედულა 3“-ის მშენებლობის მიზნით;

გ) პირადად ან მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ საქვეუწყებო დაწესებულებასთან – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებითა და მის მიერ მითითებულ  ვადაში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 84-ე კმ-ის მონაკვეთის უსასყიდლოდ გადატანა.

3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ხელედულა ენერჯის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404500964) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად – 7400 (შვიდი ათას ოთხასი) ლარად, იჯარის უფლებით გადასცეს ამ განკარგულების №2 დანართით გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

4. ამ განკარგულების მესამე პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) სარგებლობაში გადაცემის საფასურის – 7400 (შვიდი ათას ოთხასი) ლარის გადახდა ყოველწლიურად;

ბ) ამ განკარგულების მესამე პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, კომპანია „Anadolu Tasit Ticaret A.S“-ს, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 29 მაისს გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმითა და საქართველოს მთავრობასა და შპს „ხელედულა ენერჯის“ შორის 2016 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურის – „ხელედულა 3“-ის მშენებლობის მიზნით.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი