სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „როსტო-2016“-ისათვის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „როსტო-2016“-ისათვის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 799
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023613
  • Word
799
25/04/2017
ვებგვერდი, 18/05/2017
000000000.00.003.023613
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „როსტო-2016“-ისათვის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №799

2017 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „როსტო-2016“-ისათვის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „როსტო-2016“-ს (ს/კ: №442731983) იჯარის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ წალენჯიხაში მდებარე 29434 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №47.11.36.128), 11778 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №47.11.36.125), 19603 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №47.11.36.126) და 4625 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №47.11.36.127) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით – 328 (სამას ოცდარვა) ლარად.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ნივთების იჯარის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) ყოველწლიური საიჯარო ქირის – 328 (სამას ოცდარვა) ლარის გადახდა;

ბ) „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და შპს „როსტო-2016“-ს შორის 2017 წლის 27 თებერვალს დადებული „ბენეფიციარის თანადაფინანსების პირობითი ხელშეკრულების (APMAGT000016)“ შესაბამისად;

გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან და ამავე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ნივთებზე ჩაის მოყვანის უზრუნველყოფა ყოველწლიურად და ამ ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად ყოველი მე-5 წლის ბოლოს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის წარდგენა.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ნივთების საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა შესაძლებელია განხორციელდეს მესაკუთრის მიერ ამ განკარგულების გამოცემიდან მეთხუთმეტე წელს და შემდგომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.

4. შპს „როსტო-2016“-ის მიერ წარდგენილი პროგრამის ფარგლებში მეწარმე სუბიექტისათვის გასაწევი თანადაფინანსების 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საიჯარო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

5. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი