სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 787
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023601
  • Word
787
21/04/2017
ვებგვერდი, 18/05/2017
000000000.00.003.023601
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №787

2017 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“, 2017 წლის 10 ივნისიდან − 10 სექტემბრამდე, ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ასტანაში გასამართი საერთაშორისო გამოფენა − „EXPO 2017“-სთვის საგამოფენო სივრცის მოწყობის მიზნით, პავილიონის გამოფენისა და კონტენტის (რეჟისურა და სცენარი) მომსახურებების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ღირებულებით − 300,000 (სამასი ათასი) აშშ დოლარი, გადასახადების გარეშე.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი