დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 786 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023599 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №786
2017 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ 2017 წლის 10 ივნისიდან 10 სექტემბრამდე ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ასტანაში გასამართი საერთაშორისო გამოფენა − „EXPO 2017“-სთვის საგამოფენო სივრცის მოწყობის მიზნით შესაბამისი სამუშაოებისა და სხვა თანმდევი მომსახურებების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ღირებულებით − 724,050 (შვიდას ოცდაოთხი ათას ორმოცდაათი) აშშ დოლარი, გადასახადების გარეშე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები