დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 781 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023594 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №781
2017 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის საქართველოს მხარე შემდეგი შემადგენლობით:
| გიორგი გახარია | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
|
| გენადი არველაძე | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
|
| ნოდარ კერესელიძე | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;
|
| ირაკლი მატკავა | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე;
|
| დავით ჯალაღანია | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
|
| მერაბ ანთაძე | საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოლდოვის რესპუბლიკაში;
|
| ლევან ხარატიშვილი | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე;
|
| ილია ელოშვილი | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;
|
| ეკატერინე გრიგალავა | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე;
|
| გიორგი ჩოგოვაძე | სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
|
| ნინო ჩიქოვანი | საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი;
|
| ნიკოლოზ გოგილიძე | სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარე;
|
| ავთანდილ კასრაძე
| სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი;
|
| ქეთევან სალუქვაძე | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
|
| ნანა შავიძე | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის მდივანი;
|
| ჯემალ ვაშაკიძე | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
|
| ლიანა მეზვრიშვილი | სსიპ – აწარმოე საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;
|
| ალექსანდრე ხვთისიაშვილი | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი;
|
| კახა ხანდოლიშვილი | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;
|
| ელზა ჯგერენაია | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
|
| მაია გუნცაძე | სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;
|
| მამუკა ტალახაძე | სს „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე;
|
| ალექსანდრე პაპიაშვილი | სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინვესტორთა მრჩეველი. |
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები