დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტის გაუქმების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 560 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 03/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 142, 04/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.210.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №560
2004 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტის გაუქმების შესახებ
1. გაუქმდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი და, შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნეს სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი.
2. შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
დავით ცანავა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე
კახაბერ აკიშბაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი
რევაზ კორძაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის კოდორის რეგიონალური გამგეობის თავმჯდომარე.
3. სალიკვიდაციო კომისიამ 2005 წლის 4 იანვრამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის (შემდგომში – აპარატი) ბალანსზე რიცხული მატერიალურ ფასეულობათა სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა;
ბ) ლიკვიდაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) უზრუნველყოს სალიკვიდაციო ბალანსისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების დამტკიცება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მაისის №353 ბრძანებულება.
6. ამ ბრძანებულების პირველი და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2005 წლის 4 იანვრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები