„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 81/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 31/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017335
81/ნ
31/05/2017
ვებგვერდი, 01/06/2017
430030000.22.022.017335
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №81/ნ

2017 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების  დაწყებისა და დასრულების   თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში (სსმ, 114, 09/09/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების  დაწყებისა და დასრულების   თარიღების განსაზღვრის შესახებ“.

2. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულების თარიღად  განისაზღვროს 15 ივნისი. იმ შემთხვევაში, თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად განისაზღვროს 15 ივნისის წინა პარასკევი.“.

3. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჯარო სკოლებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდეს 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს. თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდეს 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.“.

4. 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. ზაფხულის არდადეგები განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი/მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასწავლო წლის დასრულების მომდევნო დღიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასწავლო წლის დაწყების დღემდე.“.

5. მე-6 და 61 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და 51 პუნქტებით დადგენილისაგან განსხვავებული სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების თარიღები შემდეგ შემთხვევებში:

ა) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სკოლაში პილოტირების განხორციელებისას;

ბ) საჯარო სკოლაში ფორსმაჟორული გარემოებების არსებობისას (სტიქიური მოვლენები, მასობრივი არეულობები, ეპიდემიურად არაკეთილსაიმედო პერიოდი და სხვა), აგრეთვე, საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმილ ვადებში შეუსრულებლობისას ან გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას;

გ) აუცილებელი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესების არსებობისას.

61. ამ ბრძანების   პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და 51 პუნქტებით დადგენილი ვადები არ ვრცელდება   მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების მქონე საჯარო სკოლებზე.“. 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა