დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ვანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 14 |
დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 11/05/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/05/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 31/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.121.016242 |
|
„ვანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა” ქვეპუნქტის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
მუხლი 1 |
„ვანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის №31 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 30.12.2016 წელი, 190020020.35.121.016229) შეტანილ იქნეს ცვლილება და ვანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი დამტკიცდეს დანართი №1-ის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ვანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 9576.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 4.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 950,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 8172.3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 6.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 454.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5629.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6029.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -2082.6 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -2126.9 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 100,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილი წესისა და გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
|
მუხლი 13.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 145.0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად 65.0 ათასი ლარი, ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის 79.0 ათასი ლარი. გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის 0.5 ათასი ლარი. დ) „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების 0.5 ათასი ლარი.
2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორცილდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
მუხლი 15.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
1. თავდაცვა
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს წვევამდელთა და რეზერვისტთა მობილიზებას და მათი გაწვევის პუნქტებამდე გადაყვანას. 1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს წვევამდელთა და რეზერვისტთა მობილიზებას და მათი გაწვევის პუნქტებამდე გადაყვანას. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტების ფარგლებში მოხდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. 2.1 გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებით გამოყოფილი თახებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ტობანიერი-ყუმურის, დიხაშხო-ბზვანის, გორა-უხუთის, სულორი-ძულუხის, მუქედის ცენტრიდან სკოლის მიმართულებით, ქ. ვანში ჩახუნაშვილისა და თავისუფლების ქუჩის ტურბაზის შესასხვევის, დიხაშხოს ცენტრიდან ჭალის მიმართულებით და სალხინო-ზენობნის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესრულდება ქალაქ ვანში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაცია. დასრულდება საქართველოს მთავრობის №1409, 18.07.2016 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად გამოყოფილი თანხებიდან შესასრულებელი სამუშაოები. შესყიდული იქნება რადარები საგზაო მოძრაობის წესების რეგულირების მიზნით. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამუშაოები, რომლითაც გაუმჯობესდება მოსახლეობის საყოფაცხოვრებო, სანიტარიული და ჰიგიენური პირობები – დაფინანსდება სანიაღვრე საწრეტი არხების, გარე განათების ექსპლოატაციის, დასუფთავების ღონისძიებების ხარჯები. 2.2.1 სანიაღვრე-საწრეტი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დასრულდება საქართველოს მთავრობის №1409, 18.07.2016 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად გამოყოფილი თანხებიდან შესასრულებელი სამუშაოები. 2.2.2 დასუფთავების ღონისძიებები – ა(ა)იპ – ვანის კომუნალური გაერთიანების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის და სუფთა გარემოს შექმნის უზრუნველყოფა. შესაბამისად გათვალისწინებულია შესაბამისი უბნებისა და ტერიტორიების ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. 2.2.3 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სასმელი წყის სათავე ნაგებობების დამუშავება. 2.2.4 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) გარე განათება წარმოადგენს ღამის პერიოდში საზოგადოების კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების აუცილებელ პირობას. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სანათების ელექტრო-ენერგიის ხარჯების და შუამთიდან მუქედის მიმართულებით ახალი სანათების მონტაჟის დაფინანსება. 2.2.5 დასუფთავების ღონისძიებები – სანაგვე კონტეინერების შესყიდვა (პროგრამული კოდი 03 02 05) 2.3 ურბანული ტერიტორიის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში რეგიონებში განსახორციელებელი პროეტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების (საქართველოს მთავრობის №480, 14.03.2017 განკარგულება) და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება ქ. ვანში სკვერების კეთილმოწყობა. თანადაფინანსება გაეწევა არასამთავრობო ორგანიზაციებს ქალაქ ვანში შესასრულებელ პროექტებზე. 2.4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში სოფლის მხარდაჭერის პროექტები განხორციელდება მოსახლეობის გადაწყვეტილებების და ინტერესების შესაბამისად. 2.5 სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 03 05) 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, არსებული შენობების რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. 3.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამა მოიცავსა(ა)იპ – საბავშვო ბაღების გაერთიანების დაფინანსებას. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 22 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 900-მდე ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯს. 3.2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრების (საქართველოს მთავრობის №480, 14.03.2017 განკარგულება) თანადაფინანსებით განხორციელდება სულორის, ციხესულორის, ყუმურის, ბზვანის და ძულუხის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. შუამთის საბავშვო ბაღის მშენებლობა. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და მათ ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა მომავალმა თაობამ შეძლოს მათი შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, ა(ა)იპ – სარაგბო კლუბ ვანის „აიეტის“, ა(ა)იპ – „სასპორტო და სახელოვნებო დაწესებულებების გაერთიანების’’, სპორტული ღონისძიებების ხარჯების, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის და რეაბილიტაციის დაფინანსება. 4.1.1 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ფეხბურთში, მძლეოსნობასა და ჭიდაობაში და სპორტის სხვადასხვა სახეობებში მუნიციპალიტეტის პირველობები. 4.1.2 ა(ა)იპ – სასპორტო და სახელოვნებო დაწესებულებების გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 01 02) 4.1.3 ა(ა)იპ – საფეხბურთო კლუბი „სულორი-ვანი“ დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 03) 4.1.4 სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დასრულდება ვანის ცენტრალური სტადიონის გვერდითი ფასადის შემოსვის და რაგბის სტადიონის პროექტირების სამუშაო. 4.1.5 ა(ა)იპ – სარაგბო კლუბი ვანის აიეტი (პროგრამული კოდი 05 01 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მორაგბეთათვის სავარჯიშო და სათამაშო პირობების შექმნა, ჩემპიონატში მონაწილეობის ხარჯების დაფინანსება. 4.1.2 ვანის მუნიციპალიტეტის სასპორტო დაწესებულებების გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 01 06) გაერთიანებაში ფუნქციონირებს ფეხბურთის, ჭიდაობის, მძლეოსნობის, რაგბის, ველოსპორტის, ჭადრაკის და საბრძოლო ხელოვნების სექციები, გაერთიანება უზრუნველყოფს სხვადასხვა ტურნირებში მათი მონაწილეობის ხარჯების დაფინანსებას. ხელს უწყობს ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდას, წარმოჩინებას და ფართო ასპარეზზე გაყვანას. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოხდება კულტურული ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის მნიშვნელოვანია იმ სახალხო-სადღესასწაულო ღონისძიებათა დაფინანსება, რომლებიც ყოველწლიურად მასშტაბურად იმართება – „ვანელობა“, „გალაკტიონობა“, „ტიციანობა“, 26 მაისის, 9 აპრილისა და 8 აგვისტოსადმი მიძღვნილი ღონისძიებები. 4.2.1 ვანის მუნიციპალიტეტის კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისა და მართვის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ორგანიზაციაში შემავალი კულტურის ცენტრის და ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლების დაფინანსება. 4.2.2 კულტურის სფეროს ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 02 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კალისტრატე ცინცაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმში ბუნებრივი აირის მაღალი წნევის მიწოდების უზრუნველყოფა. 4.2.3 ვანის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო, განათლებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ორგანიზაციაში შემავალი სამუსიკო სკოლის, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის, ბიბლიოთეკების, კორნელი კეკელიძის, გიორგი ძიგვაშვილისა და სახვითი ხელოვნების მუზეუმების, ვანის ისტორიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის კვლევის ცენტრის დაფინანსება. 4.3 ახალგაზრდული და კულტურის ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი ფინანსურად უზრუნველყოფს ინტელექტუალური გუნდების მომზადებისა და შეჯიბრებებში მონაწილეობის, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის და სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსების ხარჯებს. 4.4 ეპარქიის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა, სოციალურად დაუცველ ოჯახებზე დახმარების გაწევა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. 5.1 ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა გულისხმობს ქვეპროგრამების: ა(ა)იპ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის ხარჯების დაფინანსებას. 5.1.1 ა(ა)იპ – ვანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (პროგრამული კოდი 06 01 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები, იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა, იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლა და დადგენა, პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები, პარაზიტული დაავადებების პირველადი კვლევა, დაავადებების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა, სანიტარიული ღონისძიებები, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა და ხელშეწყობა. 5.1.2 ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 06 01 02) 5.2 სოციალური პროგრამები ( პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 34 ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა. 5.2.2 დაკრძალვის ხარჯები ( პროგრამული კოდი 06 02 02 ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ა) გარდაცვლილი ომის ვეტერანის დაკრძალვის ხარჯების დაფინანსება 500 ლარის ოდენობით. ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკრძალვის ხარჯების დაფინანსება – თითოეულ ბენეფიციარზე 200 ლარის ოდენობით. იმ დევნილის ოჯახზე, რომლის სარეიტინგო ქულა არის 70 000-მდე, დახმარება გაიცემა 500 ლარის ოდენობით, ხოლო 70 000 დან 100 000-მდე ქულის შემთხვევაში დახმარება განისაზღვრება 300 ლარის ოდენობით. გ) დახმარება 500 ლარის ოდენობით გაიცემა იმ გარდაცვლილთა ოჯახებზე, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 1- დან 70 000-მდე სარეიტინგო ქულა. 5.2.3 ერთჯერადი დახმარება ბავშვის შეძენასთან დაკავშირებით (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა ახალშობილთა ოჯახებს: პირველი შვილის შეძენისას 300 (სამასი) ლარის, მეორე შვილზე 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის, მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას 500 (ხუთასი) ლარით, ხოლო ტყუპების შეძენისას თითოეულ ახალშობილზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 5.2.4 სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ფულადი კომპენსაცია (პროგრამული კოდი 06 02 04) 5.2.5 სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანადაფინანსება. დახმარების მოცულობა განისაზღვრება არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით. პროგრამა ითვალისწინებს მოთხოვნილი თანხის (პაციენტის გადასახდელი)100 %-ით დაფინანსებას შემდეგ ბენეფიარებზე: ა) მოქალაქეებზე, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 1-100 000-მდე სარეიტინგო ქულა; 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე, რომელთა სარეიტინგო ქულაა 1-დან 100 000-მდე; ბ) ონკოლოგიური და გულის დაავადებათა მქონე პაციენტებზე; გ) C ქრონიკული ჰეპატიტით დაავადებულებზე;) სხვა დანარჩენი კატეგორიის მოქალაქეების დაფინანსება განისაზღვრება მოთხოვნილი თანხის (პაციენტის გადასახდელი) 50%-ით. პროგრამა არ ითვალისწინებს მშობიარეთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას. 5.2.6 დიალიზის პროგრამაზე მყოფთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დიალიზის პროგრამაზე მყოფ მოქალაქეთა მგზავრობის ღირებულებისა (მუნიციპალიტეტიდან სამედიცინო დაწესებულებამდე) და მკურნალობისათვის აუცილებელი მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხის ანაზღაურება. დახმარების მოცულობა განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით ყოველთვიურად თითოეულ ბენეფიციარზე. 5.2.7 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 5.2.8 ბავშვობიდან ინვალიდთა და პირველი ჯგუფის ინვალიდთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა 500 (ხუთასი) ლარის და პირველი ჯგუფის ინვალიდებისათვის 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 5.2.9 ასი და მეტი წლის უხუცესთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ასი და მეტი წლის უხუცესთათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა. თითოეულ ბენეფიციარზე 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. 5.2.10 მეორე მსოფლიო ომის და ჩერნობილის ავარიის მონაწილეთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და ჩერნობილის ტრაგედიის თარიღთან დაკავშირებით სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთათვის 300 (სამასი) ლარის ოდენობით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა. 5.2.11 მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების (რომელთაც ჰყავთ ოთხი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი) ერთჯერადი ფინანსური დახმარება თითოეულ ბავშვზე 100 (ასი) ლარის ოდენობით. 5.2.12 მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა იმ მარჩენალგარდაცვლილ ოჯახებს, რომლებიც ღებულობენ მარჩენალის გარდაცვალების გამო სოციალურ პაკეტს, ასევე რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 1-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა, დახმარება გაიცემა თითოეულ ბავშვზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 5.2.13 სხვა სოციალური ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების დღის ცენტრის კომუნალური ხარჯების დაფინანსება. 5.2.14 სოციალურად დაუცველი ოჯახების სტუდენტთა სწავლის დაფინანასება (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ სტუდენტებს, რომელთა ოჯახები მიეკუთვნება სოციალურად დაუცველთა კატეგორიას და სარეიტინგო ქულა არის 1-დან – 100000-ჩათვლით. დახმარების მოცულობა განისაზღვროს თითოეულ სტუდენტზე არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები 11753.3 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები