დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ს.ს. „ლიბერთი კონსუმერ-ის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების ჩატარების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს."ლიბერთი კონსუმერი" |
| მიღების თარიღი | 11/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ს.ს. „ლიბერთი კონსუმერის“ (შემდგომში „კომპანია“) აქციონერთა მორიგი საერთო კრების ჩატარება განსაზღვრულია 2017 წლის 5 ივნისს, 16:00 საათზე. კომპანიის აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. საზოგადოების 2016 წლის აუდირებული შედეგების დამტკიცების შესახებ.
2. მენეჯმენტის ანგარიში საზოგადოების 2016 წლის საქმიანობის შესახებ.
3. 2017 წლისათვის დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა.
2017 წლის 5 ივნისის აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო და გენერალური დირექტორი აქციონერებს წარუდგენენ შემდეგი სახის რეკომენდაციებს:
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
დამტკიცდეს „იუაი საქართველოს“ („ერნსტ ენდ იანგის“) მიერ აუდირებული კომპანიის 2016 წლის ფინანსური შედეგები.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
დამტკიცდეს დირექტორატის ანგარიში კომპანიის 2016 წლის საქმიანობის შესახებ.
დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
არჩეულ იქნეს „იუაი საქართველო“ ს.ს. „ლიბერთი კონსუმერის“ 2017 წლის შედეგების დამოუკიდებელ აუდიტორად.
კომპანიის აქციონერთა მორიგი საერთო კრება გაიმართება შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, გაგარინის ქუჩა №29ა, სს საქართველოს ბანკის სათავო ოფისი.
აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 5 ივნისს, 15:00 საათზე.
აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2017 წლის 5 მაისი, 18:00.
აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს 2017 წლის 29 მაისიდან ს.ს. „ლიბერთი კონსუმერის“ აქციების რეგისტრატორთან – ს.ს. „კავკასრეესტრი“ შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული.
სს „ ლიბერთი კონსუმერის “
გენერალური დირექტორი
თამარ ქაჯაია
11 მაისი 2016 წ.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები