დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ზოგიერთ სამკურნალო საშუალებაზე 2017 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 288 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.034.016651 |
|
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ზოგიერთ სამკურნალო საშუალებაზე 2017 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
|
| მუხლი 1 |
„სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილი საბჭოს 2017 წლის 12 აპრილის სხდომის (ოქმი №1) გადაწყვეტილების შესაბამისად:
1. დადგინდეს 2017 წლის ქვეყნის შიდა კვოტები სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ შემდეგ სამკურნალო საშუალებებზე: ა) ზალეპლონი; ბ) ზოპიკლონი; გ) ბაკლოფენი; დ) გაბაპენტინი; ე) ტროპიკამიდი; ვ) დექსტრომეტორფანის შემცველი კომბინირებული პრეპარატები. 2. ქვეყნის შიდა კვოტები 2017 წლისათვის განისაზღვროს ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ სამკურნალო საშუალებებზე (აქტიურ ნივთიერებებზე გადაანგარიშებით) შემდეგი ოდენობებით: ა) ზალეპლონისათვის – 1050 გრამი; ბ) ზოპიკლონისათვის – 3 000 გრამი; გ) ბაკლოფენისათვის – 68 765 გრამი; დ) გაბაპენტინისათვის – 1 029 380 გრამი; ე) ტროპიკამიდისათვის – 300 გრამი; ვ) დექსტრომეტორფანისათვის – 3 000 გრამი. 3. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადებში, იმპორტი გამოცხადდეს 2017 წლის მთლიან წლიურ შიდა კვოტაზე, ამასთან, იმპორტის გამოცხადებისას გათვალისწინებულ იქნას კვოტების დადგენამდე ქვეყანაში არსებული ნაშთები/მარაგები. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები