დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში უსახელო ქუჩებისთვის, მათთან არსებული შესახვევებისთვის და გასასვლელისთვის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 147 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016263 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №147
2017 წლის 28 აპრილი
ქ.თბილისი
ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში უსახელო ქუჩებისთვის, მათთან არსებული შესახვევებისთვის და გასასვლელისთვის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში უსახელო ქუჩას, მასთან არსებულ შესახვევს და გასასვლელს მიენიჭოს კონსტრუქტორისა და მფრინავის, ინჟინრის ლუი ბლერიოს სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში, უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ შესახვევს მიენიჭოს სამხედრო მფრინავის ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
გ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები