ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ალექსანდრე წულუკიძის ქუჩის II შესახვევისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და ორი შესახვევისთვის პოეტის ოსიპ მანდელშტამის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ალექსანდრე წულუკიძის ქუჩის II შესახვევისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და ორი შესახვევისთვის პოეტის ოსიპ მანდელშტამის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 145
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/04/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016261
  • Word
145
28/04/2017
ვებგვერდი, 15/05/2017
000000000.00.101.016261
ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ალექსანდრე წულუკიძის ქუჩის II შესახვევისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და ორი შესახვევისთვის პოეტის ოსიპ მანდელშტამის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №145

2017 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ალექსანდრე წულუკიძის ქუჩის II შესახვევისთვის, მასთან არსებული ჩიხისა და ორი შესახვევისთვის პოეტ ოსიპ მანდელშტამის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ისნის რაიონში, ალექსანდრე წულუკიძის ქუჩის II შესახვევს (II შესახვევი ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ქუჩად), მასთან არსებულ ჩიხს და ორ შესახვევს მიენიჭოს პოეტ ოსიპ მანდელშტამის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

საკრებულოს თავმჯდომარე  გიორგი ალიბეგაშვილი