ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, სანდრო ეულის ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის მომღერლის ზურაბ ანჯაფარიძის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, სანდრო ეულის ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის მომღერლის ზურაბ ანჯაფარიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 139
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/04/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016255
  • Word
139
28/04/2017
ვებგვერდი, 15/05/2017
000000000.00.101.016255
ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, სანდრო ეულის ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის მომღერლის ზურაბ ანჯაფარიძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №139

2017 წლის 28 აპრილი

ქ.თბილისი

ქ. თბილისში, ვაკის  რაიონში,  სანდრო ეულის ქუჩა და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის მომღერალ ზურაბ ანჯაფარიძის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ვაკის რაიონში, სანდრო ეულის ქუჩას და მასთან არსებულ ორ შესახვევს მიენიჭოს მომღერალ ზურაბ ანჯაფარიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                  გიორგი ალიბეგაშვილი