დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.023.016443 |
14
15/05/2017
ვებგვერდი, 16/05/2017
010320040.22.023.016443
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე
ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო
მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის
თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
|
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის №71 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 20/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.023.016196) დამტკიცებულ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების 1
1 მუხლის:
|
ა)
„ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საჯარო სამსახურში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ან კერძო სექტორში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება;“;
|
ბ)
„დ“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანებით დამტკიცებული ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №28 ბრძანებით დამტკიცებული ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 29 სექტემბრის №228 ბრძანებით დამტკიცებული ,,დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“ დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 29 სექტემბრის №229 ბრძანებით დამტკიცებული ,,დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 3 ივნისის №38 ბრძანებით დამტკიცებული ,,გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის წესის“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №24 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების ცოდნა;“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები