დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს თბილისის №4-ე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოს განცხადება სააქციო საზოგადოების საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს თბილისის №4-ე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმო |
| მიღების თარიღი | 10/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სს „თბილისის №4 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ადმინისტრაციულ შენობაში საერთო კრების ჩატარებაზე განცხადების საჯარო გამოცხადების შესახებ
2017 წლის 23 მაისს, დღის 12 საათზე, სს „თბილისის №4 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ადმინისტრაციულ შენობაში შედგება აქციონერთა საერთო კრება.
კრება შედგება სს „თბილისის №4 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ადმინისტრაციულ შენობაში, მდებარე კახეთის გზატკეცილის 51-ე კილომეტრზე.
კრებას უნდა დაესწროს აქციონერთა მთლიანი შემადგენლობა.
კრებაზე განსახილველი საკითხებია :
დღის წესრიგი:
1. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ: შემადგენლობის რაოდენობის განსაზღვრის, საბჭოს შემადგენლობაში კანდიდატ წევრთა შერჩევის და საბჭოს შემადგენლობის არჩევის შესახებ.
2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სააქციო საზოგადოების წესდებაში მუხლების დამატებისა და პუნქტების ცვლილების შეტანის შესახებ.
კრება მოწვეულ იქნა საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ და ს/ს 1996 წელს დამტკიცებული წესდების 6.1., 6.2., 6..3. მუხლების და 6.5.6. პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.
სს „თბილისის №4 სატვირთო ავტოსატრანსპორტო
საწარმოს დირექტორი დემურ ქორჩილავა
10 მაისი 2017 წელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები