დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 759-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/05/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.05.001.018449 |
|
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 51 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 11 პუნქტით გათვალისწინებული კრედიტორის (კრედიტორების) ინიციატივით დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მოვალის გაკოტრებით სრულდება არაუგვიანეს 225 დღისა.“. 2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა) 11 პუნქტი: „11. სასამართლომ შეიძლება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კრედიტორის (კრედიტორების) გარდა, სხვა კრედიტორის (კრედიტორების) განცხადების საფუძველზედაც, თუ ეს კრედიტორი (კრედიტორები) წარადგენს (წარადგენენ) არგუმენტირებულ განცხადებას მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის აუცილებლობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოვალეს უნდა მიეცეს ვადა თავისი პოზიციის წარმოსადგენად.“; ბ) 21 პუნქტი: „21. მოვალე უფლებამოსილია განცხადებით მოითხოვოს როგორც რეაბილიტაცია, ისე გაკოტრება. რეაბილიტაციის მოთხოვნის შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს რეაბილიტაციის გეგმის პროექტი, რომელსაც განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ, საერთო წესების დაცვით განიხილავს სასამართლო მეურვის დასკვნასთან და მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილებასთან ერთად.“; გ) მე-5 პუნქტი: „5. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია კრედიტორის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე გამოიტანოს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტამდე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების ამოქმედების თაობაზე. სასამართლოს ეს განჩინება გამოაქვს კრედიტორის მიერ განცხადების შეტანიდან 1 დღის ვადაში.“. 3. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში, გარდა ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 4. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღსრულება მალფუჭებადი ნივთის მიმართ ხორციელდება) და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება. აღსრულების შედეგად ამოღებული თანხა სამეურვეო ქონებაში მიიმართება;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები: „ვ) მიმდინარე სესხის ხელშეკრულების ფარგლებში სასესხო ვალდებულების აღება შესაძლებელია მხარეთა მიერ დამატებითი ნების გამოვლენის საფუძველზე, მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით; ზ) გრძელდება მოვალის საქმიანობის უწყვეტობისათვის არსებითი საქონლის/მომსახურების მიწოდება და ამ საქონლის/მომსახურების მოვალისთვის მიმწოდებელ პირს ეკრძალება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის საფუძვლით იმ ხელშეკრულების შეწყვეტა, რომელიც ითვალისწინებს მოვალის სასარგებლოდ მისი საქმიანობის უწყვეტობისათვის არსებითი საქონლის/მომსახურების მიწოდების დაწყებას ან/და გაგრძელებას, თუ მოვალე ასრულებს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შემდეგ წარმოშობილ ვალდებულებებს. აღნიშნულ პირს ხელშეკრულების ან საქონლის/მომსახურების მიწოდების შეწყვეტა შეუძლია მნიშვნელოვანი გარემოების არსებობისას, მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მოვალემ ამ პირის მიმართ არ შეასრულა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შემდეგ წარმოშობილი ვალდებულება და მისი შეუსრულებლობიდან გასულია 14 სამუშაო დღეზე მეტი.“. 5. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მოვალეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის თაობაზე. ამ კანონის მე-14 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლომ მოვალეს დაუყოვნებლივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე–75-ე მუხლებით დადგენილი წესით უნდა გაუგზავნოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება თანდართული დოკუმენტების ასლებთან ერთად და უნდა განუსაზღვროს მათი ჩაბარებიდან 5-დღიანი ვადა თავისი პოზიციის წარმოსადგენად. თუ ამ პუნქტით დადგენილი პროცედურების შესასრულებლად ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებისთვის განსაზღვრული 5-დღიანი ვადა საკმარისი არ არის, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების ვადის არაუმეტეს 10 დღით გაგრძელების თაობაზე. თუ, ამ ვადის გაგრძელების მიუხედავად, მოვალეს ვერ ჩაჰბარდა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება, ან თუ მისი პოზიცია წარმოდგენილი არ არის, სასამართლო მოვალის პოზიციის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.“. 6. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) კრედიტორებს მიაწოდოს ამ კანონის 311 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია.“. 7. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მოსამართლე უსმენს მეურვეს, მხარეებს და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამოაქვს განჩინება კრედიტორის მოთხოვნების აღიარების ან უარყოფის შესახებ. ამ განჩინების გასაჩივრების უფლება აქვს როგორც იმ კრედიტორს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია იგი, ისე ნებისმიერ სხვა კრედიტორს.“. 8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 311 მუხლი: „მუხლი 311. კრედიტორთა ინფორმირება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში 1. მეურვე ვალდებულია კრედიტორთა პირველ კრებაზე მიაწოდოს კრედიტორებს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ფინანსური ინფორმაცია საწარმოს აქტივებისა და ვალდებულებების, მისი ქონებრივი მდგომარეობის, მიმდინარე სასამართლო დავების, სამეურვეო ქონების შემადგენლობისა და ღირებულების, მის მართვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხების, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებების თაობაზე, აგრეთვე მოვალესთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ფინანსური ინფორმაცია. 2. როგორც მეურვე, ისე გაკოტრების მმართველი/რეაბილიტაციის მმართველი ვალდებულია კრედიტორთა ყოველ მომდევნო კრებაზე შეატყობინოს კრედიტორებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ნებისმიერი ცვლილების ან სამეურვეო ქონების მართვისა და რეალიზაციის პროცესში გამოვლენილი ახალი გარემოებების თაობაზე, აგრეთვე მიაწოდოს მათ ნებისმიერი სხვა ფინანსური ხასიათის ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს კრედიტორთა ინტერესებზე. 3. კრედიტორს ან/და კრედიტორთა კრებას შეუძლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას ნებისმიერ დროს მოითხოვოს ფინანსური ინფორმაცია მოვალის შესახებ.“. 9. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. მომრიგებელი საბჭოს მიერ გაკოტრების შესახებ გადაწყვეტილების ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, თუ მოვალე განცხადებით მოითხოვს რეაბილიტაციას და წარადგენს რეაბილიტაციის გეგმას, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს მოტივირებული განჩინება მოვალის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით რეაბილიტაციის დაწყების თაობაზე, თუკი ამით უფრო მეტად იქნება უზრუნველყოფილი ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული მიზნის გონივრულ ვადაში მიღწევა. ეს განჩინება სასამართლოს გამოაქვს შესაბამისი საკითხის კრედიტორთა კრებაზე განხილვის შემდეგ. 32. სასამართლო ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული მოტივირებული განჩინების გამოტანიდან 10 დღის ვადაში იწვევს კრედიტორთა კრებას. კრედიტორთა კრებამ მოწვევიდან 2 კვირის ვადაში უნდა აირჩიოს რეაბილიტაციის მმართველი. თუ ამ ვადაში რეაბილიტაციის მმართველი არ აირჩევა, მას სასამართლო ნიშნავს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო განჩინებით განსაზღვრავს რეაბილიტაციის მმართველის უფლებამოსილების ფარგლებს, წყვეტს მისი ანაზღაურებისა და პასუხისმგებლობის საკითხებს. რეაბილიტაციის მმართველის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია საბანკო გარანტიის ან/და პასუხისმგებლობის დაზღვევის გამოყენება.“. 10. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 35. კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებები 1. კრედიტორისათვის ზიანის მომტანად ჩაითვლება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანამდე 1 წლის განმავლობაში განხორციელებული შემდეგი ქმედებები: ა) მოვალის ქმედება, რომელმაც ხელი შეუშალა კრედიტორთა თანაბარზომიერ დაკმაყოფილებას და კონკრეტულ კრედიტორს უპირატესობა მიანიჭა იმავე რიგის სხვა კრედიტორებთან შედარებით; ბ) მოვალის მიერ ისეთი გარიგების დადება ან სხვა ისეთი ქმედების განხორციელება, რომელსაც შედეგად მოჰყვა სამეურვეო ქონების გაუფასურება (მათ შორის, სამეურვეო ქონების ან მისი ნაწილის გაჩუქება ანდა საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გასხვისება, ვალის პატიება და სხვა). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებები სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქმედებებმა მოვალე გადახდისუუნარობამდე მიიყვანა, ან თუ მოვალე უკვე გადახდისუუნარო იყო და სარგებლის მიმღებმა ეს იცოდა ან უნდა სცოდნოდა. 3. თუ სარგებლის მიმღები კრედიტორი ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარიგების კონტრაჰენტი არის მოვალესთან დაკავშირებული პირი ან მოვალის ნათესავი, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა 2 წელია. 4. კრედიტორს ან გაკოტრების მმართველს/რეაბილიტაციის მმართველს უფლება აქვს, სარჩელით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ამ მუხლით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობა ან/და ზიანის ანაზღაურება.“. 11. 51-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ კანონის 33-ე მუხლის 31 პუნქტით დადგენილი წესით დამტკიცებულ რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებები შეიტანება უზრუნველყოფილ კრედიტორთა გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო თუ უზრუნველყოფილი კრედიტორი არ არსებობს – კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებების შეტანა სასამართლომ უნდა დაამტკიცოს. სასამართლო ამტკიცებს რეაბილიტაციის გეგმაში შეტანილ ცვლილებებს, თუ ეს ცვლილებები შეესაბამება იმ პრინციპებს, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 4 მაისი 2017 წ. N759-IIს |
დოკუმენტის კომენტარები