„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 811-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 100110000.05.001.018451
811-IIს
04/05/2017
ვებგვერდი, 29/05/2017
100110000.05.001.018451
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.05.2015, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.05.001.017757) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სამსახურში მიღების წესი, მოსამსახურის სერტიფიცირება

1. სამსახურში სამუშაოდ მიიღება 18 წელს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება მაინც, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები.

2. სამსახურში სამუშაოდ მისაღები კანდიდატი გადის კონკურსს, სპეციალურ შემოწმებას და თანამდებობაზე ინიშნება თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

3. მოსამსახურე გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გადის მომზადების შესაბამის სპეციალურ სასწავლო კურსს (შემდგომ − სასწავლო კურსი) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში (შემდგომ – სასწავლო ცენტრი). ამ პერიოდში იგი სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის ზედამხედველობით.

4. სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსამსახურეს ეძლევა შესაბამისი დონის სერტიფიკატი. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 3 წელი.

5. მოსამსახურეს სასწავლო კურსი წარმატებით გავლილად ჩაეთვლება შემაჯამებელი გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში. მას შეიძლება დაევალოს აგრეთვე ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.

6. სასწავლო კურსი, სხვა თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლებას უნდა ითვალისწინებდეს. 

7. თუ მოსამსახურე არასრულწლოვან ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მუშაობს, დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხდება მისი სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.

8. მოსამსახურე სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, სერტიფიკატის განახლების მიზნით  გადის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების შესაბამის კურსს, რის შემდეგაც აბარებს გამოცდას. სერტიფიკატი ამ გამოცდის შედეგების საფუძველზე განახლდება. თუ გამოცდის შედეგების საფუძველზე მოსამსახურემ სერტიფიკატი ვერ განაახლა, სერტიფიკატის მოქმედების ვადა კი ამოიწურა, იგი სამსახურიდან თავისუფლდება.

9. მოქმედი სერტიფიკატის მქონე პირი შესაბამის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უკონკურსოდ, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაუცველად.

10. მინისტრის ბრძანებებით განისაზღვრება:

ა) სამსახურში მისაღებად კონკურსის ჩატარების, სამუშაოდ მისაღები პირის შერჩევის, მის მიერ სპეციალური შემოწმებისა და გამოსაცდელი ვადის გავლის წესი;

ბ) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები კანდიდატებისათვის სამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;

გ) სასწავლო კურსის სახეები, სასწავლო კურსის გავლის, მოსამსახურის სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესი;

დ) მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურების წესი;

ე) სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხა, რომლებზედაც პირები უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადის გარეშე და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაუცველად ინიშნებიან, აგრეთვე ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესი.“.

2. 10მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უფრო მაღალ თანამდებობაზე: სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში, მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ხელმძღვანელის წარდგინებითა და მოსამსახურის თანხმობით – თუ მოსამსახურე დაკავებულ თანამდებობაზე 6 თვე მაინც მსახურობს;“.

3. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:

„პ1) სასწავლო კურსის გავლაზე უარის თქმის გამო;“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) სასწავლო კურსის ან პროფესიული გადამზადების კურსის არადამაკმაყოფილებლად გავლის გამო;“.

მუხლი 2. დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ამ კანონის ამოქმედებიდან 7 დღის ვადაში, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 მაისი 2017 წ.

N811-IIს