„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 120170050.22.026.016487
36
16/05/2017
ვებგვერდი, 17/05/2017
120170050.22.026.016487
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №36

2017 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში (ვებგვერდი, 11/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120170050.22.026.016454) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სხვა ქვედანაყოფში ან სასწავლო კურსზე (გარდა სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული ნახევრადინტენსიური სასწავლო პროგრამებისა) მივლინებული/ ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურე ფიზიკურ ნორმატივებს აბარებს შეიარაღებული ძალების იმ ქვედანაყოფში/სასწავლო კურსზე, სადაც იგი მივლინებულია/ჩარიცხულია, ხოლო თუ მას არ ჩაუბარებია  ფიზიკური ნორმატივები მივლინების ადგილას (სასწავლო კურსზე), იგი ფიზიკურ ნორმატივებს აბარებს ქვედანაყოფში დაბრუნებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია