დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 93/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.022.017347 |
|
„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 220211, 22/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.022.016056) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების:
1. მე-3 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება წერითი ფორმით, ტესტირების გზით და მას ატარებს ის სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე ან რომელშიც პირს სურს რომ გააგრძელოს სწავლა ან რესურსცენტრის მიერ მის სამოქმედო ტერიტორიაზე განსაზღვრული სკოლა (შემდგომში – სკოლა).“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. სპორტის საგნის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით.“. 2. მე-4 მუხლის: „ა) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების მიზნით, სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას საგამოცდო კომისია. საგამოცდო კომისიის შემადგენლობაში შედის: ა.ბ) მინიმუმ ერთი იმ საგნის მასწავლებელი, რომელ საგანშიც ტარდება ექსტერნატის გამოცდა: ა.გ) იმ საგნობრივი კათედრის წარმომადგენელი, რომლის შესაბამის საგნობრივ ჯგუფშიც გაერთიანებულია ის საგანი, რომელშიც ტარდება ექსტერნატის გამოცდა ან/და სხვა საგნობრივი კათედრის წარმომადგენელი.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. რესურსცენტრი, რომელშიც ექსტერნი დარეგისტრირდა, ვალდებულია უზრუნველყოს ექსტერნებისათვის ამ დებულების ხელმისაწვდომობა, რესურსცენტრის შენობაში ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნების გზით.“. 3. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) იმ სკოლის სახელწოდებას და მისამართს, რომელმაც უნდა ჩაატაროს ექსტერნატის გამოცდა, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. რესურსცენტრი, პირის ექსტერნად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ რესურსცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, სკოლას, მის მიერ ჩასატარებელ ექსტერნატის გამოცდებთან დაკავშირებით, უგზავნის ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლს ექსტერნების მიერ რეგისტრაციის დროს წარმოდგენილ დოკუმენტიაციასთან ერთად, ხოლო ექსტერნებისათვის მის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სკოლა.“. 5. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მეთვალყურე – სკოლის წარდგინებით რესურსცენტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი, რომელიც დასაქმებულია სამინისტროს სისტემაში და რომელიც მეთვალყურეობას უწევს ექსტერნატის გამოცდის ჩატარების პროცესს.“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) დამკვირვებელი – ამ დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მიერ დანიშნული, სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირი.“. 6. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების და სხვათა გამოყენება;“. 7. მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოქმედებები ფორმდება მეთვალყურის/დამკვირვებლის მიერ შედგენილი ოქმებით, რომელთა ფორმა მტკიცდება რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და საჭიროების შემთხვევაში ოქმების მეთვალყურისათვის/დამკვირვებლისათვის მიწოდებას უზრუნველყოფს სკოლა, ხოლო ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამკვირვებლის მიერ შედგენილი ოქმებით, რომელთა ფორმა მტკიცდება სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. “. 8. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. ექსტერნის შეფასება 1. I-IV კლასებში ექსტერნი არ ფასდება ქულებით. ამ კლასებში თითოეულ საგანში ექსტერნი ფასდება წერილობითი შეფასებით, რომელშიც აღინიშნება ექსტერნის მიერ ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ექსტერნის ფორმით დაძლეულად ჩათვლის შესახებ ინფორმაცია. ამ პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდის დაძლევისათვის ექსტერნის წერილობით შეფასებაში უნდა აღინიშნოს, რომ ექსტერნმა თითოეულ საგამოცდო საგანში დაძლია ექსტერნის გამოცდა. 2. V-XII კლასებში ექსტერნი ფასდება ათქულიანი სისტემით. ექსტერნატის გამოცდის დაძლევისათვის ექსტერნატის გამოცდაზე ექსტერნმა თითოეულ საგამოცდო საგანში უნდა მიიღოს შეფასება არანაკლებ 5 ქულისა, დამრგვალების გარეშე. 3. V-XII კლასებში საგანში „სპორტი“ და საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ ექსტერნი ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ საგნებში ექსტერნატის გამოცდის დაძლევისათვის ექსტერნმა თითოეულ საგამოცდო საგანში უნდა მიიღოს შეფასება – ჩაეთვალა. 4. ექსტერნს უფლება აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასება, რომლითაც დასტურდება თითოეული საგამოცდო საგნის დაძლევა, გამოიყენოს უვადოდ. 9. მე-14 მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ყველა საგნის გამოცდის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა სისტემა უგზავნის რესურცენტრებს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდის შედეგებს სკოლებისათვის გადაცემის მიზნით. სკოლის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის შედეგებს.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ექსტერნების განცხადებები, წერითი ნამუშევრები, დამხმარე ფურცლები, გაფრთხილების და ექსტერნატის გამოცდიდან მოხსნის ოქმები, ექსტერნატის გამოცდასთან დაკავშირებული და ექსტერნების მიერ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტაცია ინახება სკოლაში, სადაც ჩატარდა გამოცდა. სკოლის მიერ ჩატარებულ ექსტერნატის გამოცდაზე შექმნილი საგამოცდო ოქმები, წერითი ნამუშევრები და გამოცდასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია ინახება სკოლაში. 10. მე-15 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საბჭო განიხილავს ექსტერნატის გამოცდის პროცედურულ დარღვევებთან და ექსტერნატის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს“. ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. საბჭომ შეიძლება მიიღოს ერთ-ერთი ან ერთდროულად რამდენიმე ქვემოთ მოყვანილი გადაწყვეტილება: ა) ექსტერნისათვის ქულის ცვლილების შესახებ; ბ) ექსტერნისათვის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ; გ) ექსტერნის მიმართ პროცედურული დარღვევის დადასტურებისას – დამატებით გამოცდაზე გაშვების შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები