„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.038.016797
39
30/05/2017
ვებგვერდი, 30/05/2017
140120000.22.038.016797
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №39

2017 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №146 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/10/2015, 140120000.22.038.016561) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ბრძანებას მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის რაოდენობის შესახებ არსებული ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას.“.

2. ბრძანებით დამტკიცებულ წესის:

ა) მე-4 მუხლს მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 8პუნქტი:

81. იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის გადაბარების ჟურნალი ფორმა 8 (დანართი №8) წარმოადგენს უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ სამორიგეო ცვლის დასრულების შემდეგ საიარაღო ოთახში არსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გადაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს.";

ბ) დანართი 1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

გ) დანართი 3 და დანართი 4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. ბრძანებით დამტკიცებულ წესს დანართი 7-ის შემდგომ დაემატოს დანართი 8, თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი ივლისიდან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი