დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 798-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 04/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360060000.05.001.018455 |
|
„მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 360060000.05.001.016742) პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ძირითადი დებულებანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნების, კოლხური ტყეების ეკოსისტემების გრძელვადიანი დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს, რომელთა საერთო ფართობია 7333.18 ჰექტარი, მიენიჭოს დაცული ტერიტორიის კატეგორიის – ეროვნული პარკის – სტატუსი და ეწოდოს მაჭახელას ეროვნული პარკი. მუხლი 2. მაჭახელას ეროვნული პარკის მდებარეობა 1. მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიის გარე პერიმეტრი მდებარეობს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებში:
2. წერტილიდან, რომლის კოორდინატებია: X726340,989, Y4594919,355, წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X741547,403, Y4595993,443, მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვარი მიუყვება საქართველოს სახელმწიფო საზღვარს. 3. წერტილიდან, რომლის კოორდინატებია: X741533,172908, Y4596118,02351, წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X745768,628773, Y4600355,29905, მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვარი მიუყვება საქართველოს სახელმწიფო საზღვარს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 4 მაისი 2017 წ. N798-IIს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები