ოქმი საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1996 წლის 8 მარტის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/05/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 17/08/2009
ძალაში შესვლის თარიღი 29/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 480260000.03.030.000730
-
20/05/2009
გაურკვეველი, -, 17/08/2009
480260000.03.030.000730
ოქმი საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1996 წლის 8 მარტის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ოქმი

საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1996 წლის 8 მარტის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა შემდგომში მხარეები

შეთანხმდნენ „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1996 წლის 8 მარტის“ შეთანხმებაში (შემდგომში − შეთანხმება) შეიტანონ შემდეგი სახის ცვლილება:

მუხლი 1

პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ამ შეთანხმების მიზნებისთვის და მისი მოქმედების პერიოდისათვის მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიიდან წარმოშობილი საქონლის განსაზღვრისას მხარეები იხელმძღვანელებენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით − „საქონლის წარმოშობის სახელმწიფოს განსაზღვრის წესის შესახებ“ და მასში შემავალი დამატებებითა და ცვლილებებით.

მუხლი 2

წინამდებარე ოქმი წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის ხელშემკვრელი მხარეების მიერ ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.

შესრულებულია ქ. ბაქოში, 2009 წლის ------ მაისს, ორ პირად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე ოქმის დებულებათა განსხვავებულ განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.“.

საქართველოს მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)

აზერბაიჯანის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)