დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.105.016315 |
|
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №31 დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ს/ნ 010260050.35.105.016276 04/01/2017) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 5. საორგანიზაციო განყოფილება განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის შესწავლას, მომზადებას და გადაცემას შესაბამის სამსახურებზე; ბ) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის აღრიცხვის კონტროლს; გ)მიმწოდებელ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით შესრულებულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის პროექტთან შესაბამისობის დადგენას, მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადებას და შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიზნით ერთობლივი დოკუმენტაციის გადაცემას შესაბამისი სამსახურისათვის; დ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში (წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე) სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას და საჭირო პროცედურების განხორციელებას; ე) გამგეობის სხვა სამსახურებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდებას ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესახებ; ვ) გამგეობის მიერ შემსრულებელ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების აღრიცხვას და ინფორმაციული ბაზის შედგენას; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“; ბ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. არქიტექტურის განყოფილება განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის განხორციელებას; ბ) დადგენილი წესით შეთანხმებული და დამტკიცებული ,,განაშენიანების რეგულირების წესების“ შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხების რეგულირებას; გ) კანონმდებლობის შესაბამისად, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციების შემუშავებასა და მშენებლობის პროცესზე ზედამხედველობას; დ) დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის პრინციპების დაცვას, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის საჯარო განხილვას; ე) შენობა-ნაგებობების (მათ შორის, ხაზოვანი ობიექტების), მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაზე ბრძანებების პროექტების და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციების განხილვას, მომზადებასა და წარდგენას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან; ვ) მშენებლობის მონაწილეებზე წერილობით შეტყობინებებს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ; ზ) მშენებლობის ობიექტზე არსებული და/ან შემოტანილი სამშენებლო მასალების, ნაკეთობების და კონსტრუქციების გამოყენების აკრძალვას, როდესაც ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს; თ) შეაჩეროს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი, რომლის საფუძველი შეიძლება იყოს: თ.ა) საპროექტო დოკუმენტაციის, სამშენებლო ნორმების და წესების, სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომელთა გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია; თ.ბ) სამსახურის მიწერილობის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა; ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად უნებართვო ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზებაზე საკითხის მომზადებას; ლ) მუნიციპალიტეტის ფარგლებში საზოგადოებრივ სივრცეზე სამუშაოებისა და ხაზოვანი ნაგებობების განთავსებაზე ნებართვების გაცემას; მ) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებში და წესით განხილვას; ნ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (სოფლებში) ტერიტორიების განვითარების კონცეფციის შემუშავებას, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე შესაბამისი კვლევების ჩატარებას და რეკომენდაციების მომზადებას; ო) ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დავალების გაცემის და დამტკიცების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტის მომზადებას საკრებულოში წარსადგენად; პ) მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამუშავებისთვის და დამტკიცებისთვის საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტის მომზადებას; ჟ) სპეციალური ზონალური შეთანხმებისათვის გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას; რ) მშენებლობის, დემონტაჟის და რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დადგენას; ს) სხვადასხვა კომისიებში მონაწილეობას; ტ)მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები