დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 234 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.019943 |
|
„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №100 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/01/2014, 010240030.10.003.017718) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. აპარატის ხელმძღვანელობა 1. სახელმწიფო მინისტრის აპარატს ხელმძღვანელობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. სახელმწიფო მინისტრი: ა) წარმოადგენს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სახელმწიფო მინისტრის აპარატის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის მმართველობას განეკუთვნება; გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს, მოადგილეებსა და აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ყველა საჯარო მოსამსახურეს; დ) უშუალოდ, აგრეთვე პირველი მოადგილისა და მოადგილეების მეშვეობით, წყვეტს ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებს; ე) საქართველოს მთავრობის სახელით ხელს აწერს ევროკავშირის დახმარების პროგრამებთან დაკავშირებულ საფინანსო (საგრანტო) დოკუმენტაციას (ხელშეკრულება/შეთანხმება/მემორანდუმი), გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას და პასუხისმგებელია მის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე; ზ) თავისი მმართველობის სფეროში ქმნის კომისიებსა და საბჭოებს სათათბირო უფლებით და განსაზღვრავს მათ მოვალეობებსა და საქმიანობის წესს; თ) კანონით დადგენილი წესით, სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო მინისტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; ი) ასრულებს საქართველოს კანონებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით მისთვის დაკისრებულ სხვა ამოცანებს. 3. სახელმწიფო მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება სახელმწიფო მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. 4. სახელმწიფო მინისტრის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – სახელმწიფო მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები