„საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 226
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240020.10.003.019935
226
04/05/2017
ვებგვერდი, 08/05/2017
010240020.10.003.019935
„საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №226

2017 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №622 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/12/2015, 010240020.10.003.019009) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სტრატეგიის:

1. მე-10 თავის („საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება“)ამოცნებისნაწილის „ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების თავში გამოყოფილი 5 მიმართულებით საზოგადოებრივი აზრის კვლევა, არსებული სიტუაციისა და პროგრესის შეფასების მიზნით.

 საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა ჩატარდეს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ამოქმედების საწყის და ბოლო ეტაპებზე, რათა შეფასდეს მიღწეული პროგრესი და შესაბამისად დაიგეგმოს აქტივობები მომდევნო წლების სამოქმედო გეგმებისათვის;“.

2. მე-12 თავის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მიგრაციის სტრატეგიის განხორციელებას კოორდინაციას გაუწევს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია. შემუშავდება რამდენიმეეტაპიანი სამოქმედო გეგმა, რომლის პირველი ნაწილი მოიცავს 2016-2017 წლებს, ხოლო შემდგომი პერიოდისათვის (2018-2020 წწ.) დამტკიცდება ერთწლიანი სამოქმედო გეგმები. მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმას ამტკიცებს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია. კომისიის წევრი უწყების ან კომისიაში საკონსულტაციო სტატუსის მქონე საერთაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით კომისია უფლებამოსილია,  განიხილოს სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანის საკითხი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი