„ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 231
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019940
231
04/05/2017
ვებგვერდი, 08/05/2017
300160070.10.003.019940
„ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №231

2017 წლის 4 მაისი

   ქ. თბილისი

„ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2014, 300160070.10.003.017678) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 181 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შიდა და გარე პერიმეტრებზე დასამონტაჟებელი ვიდეოკამერების ზუსტ რაოდენობასა და მათ ურთიერთგანლაგებას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტის) (შემდგომში – ერთობლივი ოპერაციების ცენტრი) უფლებამოსილი თანამდებობის პირი. აღნიშნული მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს ერთობლივი ოპერაციების ცენტრს.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის შედგენის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი