დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | აჟარის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.102.016156 |
|
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №19 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 03/01/2017; 010250050.35.102.016152) დამტკიცებული წესის 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების სწავლების თანადაფინანსება 1. სწავლის თანადაფინანსების სახით, ერთჯერადი (წელიწადში არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით) ფინანსური დახმარება გაეწევათ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ სტუდენტებს/მოსწავლეებს, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე აკრედიტებულ პროფესიულ პროგრამაზე ან მასში შემავალ ქვეპროგრამაზე და ასევე, სხვა სტატუსის მქონე ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების, ქვემოთ მითითებულ აკრედიტებულ პროფესიულ პროგრამაზე/ქვეპროგრამაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში): ა) აგრარული მეცნიერებანი: ა.ა) აგრონომია; ა.ბ) ვეტერინარია; ა.გ) მეცხოველეობა; ა.დ) სასურსათო ტექნოლოგია; ა.ე) სატყეო საქმე; ბ) ბიზნესის ადმინისტრირება: ბ.ა) საბუღალტრო აღრიცხვა; გ) განათლება: გ.ა) განათლების მეცნიერებები; გ.ბ) მასწავლებლის განათლება; დ) ინჟინერია: დ.ა) ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია; დ.ბ) მშენებლობა; დ.გ) ტრანსპორტი; დ.დ) მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია; დ.ე) სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია; დ.ვ) ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია; დ.ზ) მასალათმცოდნეობა; დ.თ) გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება; დ.ი) აგროინჟინერია; ე) ხელოვნება: ე.ა) დიზაინი; ე.ბ) სამუსიკო ხელოვნება; ე.გ) სახვითი ხელოვნება; ე.დ) ქორეოგრაფიული ხელოვნება; ვ) ჯანდაცვა: ვ.ა) მედიცინა; ვ.ბ) სტომატოლოგია; ვ.გ) ფარმაცია; ვ.დ) საექთნო საქმე (ექთანი/ბებიაქალი); ვ.ე) ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია. 2. თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტმა/მოსწავლემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; დ) ცნობა პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/სწავლის შესახებ; ე) ანგარიშფაქტურა ან ცნობა სწავლის საფასურის შესახებ; ვ) პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები