„ტრანსპლანტაციის საბჭოს შექმნის და ტრანსპლანტაციის საბჭოს, ტრანსპლანტაციის ბანკის, ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრის, პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკის შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 25 დეკემბრის №277/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-32/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 470100000.22.035.016447
01-32/ნ
29/05/2017
ვებგვერდი, 29/05/2017
470100000.22.035.016447
„ტრანსპლანტაციის საბჭოს შექმნის და ტრანსპლანტაციის საბჭოს, ტრანსპლანტაციის ბანკის, ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრის, პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკის შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 25 დეკემბრის №277/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„ტრანსპლანტაციის საბჭოს შექმნის და ტრანსპლანტაციის საბჭოს, ტრანსპლანტაციის ბანკის, ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრის, პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკის შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 25 დეკემბრის №277/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-32/ნ

2017 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

„ტრანსპლანტაციის საბჭოს შექმნის და ტრანსპლანტაციის საბჭოს, ტრანსპლანტაციის ბანკის, ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრის, პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკის შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 25 დეკემბრის №277/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ტრანსპლანტაციის საბჭოს შექმნის და ტრანსპლანტაციის საბჭოს, ტრანსპლანტაციის ბანკის, ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრის, პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკის შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 25 დეკემბრის №277/ნ ბრძანებაში (სსმ, 2, 05/01/2001; 470.100.000.11.119.004.559) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტრანსპლანტაციის ბანკის, ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრის, პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკის შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“.

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ:“.

3. ბრძანების პირველი, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
4. ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამტკიცდეს ტრანსპლანტაციის ბანკის შესახებ (დანართი №2) და ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრის შესახებ (დანართი №3) დებულებები.“.

5. დანართი 1 (ტრანსპლანტაციის საბჭოს შესახებ დებულება) ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო