„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 221
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 20/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.019930
221
04/05/2017
ვებგვერდი, 05/05/2017
140080000.10.003.019930
„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №221

2017 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №76 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge,  02/04/2013, 140080000.10.003.017240) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების“:

1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„3. კადრების მთავარი სამმართველოს მიერ წარდგენილი   საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხი კანდიდატები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) აბარებენ ფიზიკურ ნორმატივებს.“.

2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პირადი პატაკით (განცხადებით) წარდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე პირი თავისუფლდება გადახდის ვალდებულებისაგან, თუ კონტრაქტი ვადამდე შეწყვიტა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, მძიმე ოჯახური მდგომარეობის, ხელისუფლების ორგანოებში არჩევის ან დანიშვნის, აგრეთვე სხვა ობიექტური გარემოებების გამო, რომელსაც სამსახური საპატიოდ მიიჩნევს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი